ძველი თბილისი

ადგილი, სადაც ისტორია ცოცხლდება


ჩვენი ამბავი ძველი თბილისის გულში იწყება. იქ, სადაც ქალაქის სული ტრიალებს – აზიური და ევროპული კულტურების ნაზავი, ხელოსნების ხმაური და ლეგენდარული თბილისური სტუმართმოყვარეობა.

თაობების განმავლობაში, ჩვენ ვინახავთ ამ ადგილის მემკვიდრეობას და ვცდილობთ, ჩვენს სტუმრებს გავუზიაროთ არა მხოლოდ კერძები, არამედ ის უნიკალური ემოცია, რასაც ძველი თბილისის ისტორია ჰქვია.

ჩვენი სამზარეულო ამ ქალაქის ანარეკლია – მრავალფეროვანი, ავთენტური და სიყვარულით სავსე.
ჩვენი კერძები

მენიუ

ხინკალი თბილისური

2.90 ₾

ცომი, ღორისა და საქონლის ფარში, მწვანილი, სუნელები

ხინკალი მოხევური

2.90 ₾

ცომი, ცხვრისა და საქონლის ფარში, სუნელები

მინი ხინკალი ყველის სოუსით და ტახუნით

26.00 ₾

საქონლის ხორცი, ყველის სოუსი, ტარხუნა, ქინძის ზეთი

ღორის ნეკნები კარტოფილის ბრაწულითა და მჟავეთი

69.00 ₾

ღორის ნეკნი, მჟავეს მიქსი, ცხარე ტომატის საწებელი, ბარბექიუს სოუსი, კარტოფილი მექსიკურად
ჩვენი მემკვიდრეობა

ჩვენი ხელწერა

ტრადიციული რეცეპტები და გულწრფელი სტუმართმოყვარეობა, რომელიც თაობებს გადმოეცა თითოეულ დეტალზე ზრუნვაში გამოიხატება.
შერჩეული ღვინოები
ტრადიციული კერძები
მსოფლიო კლასის შეფები
უნიკალური ატმოსფერო

სწორედ ამ ერთიანობით ვქმნით გემოსა და სერვისს

ჩვენი ჯგუფი

აბანოთუბანი ჯგუფი აერთიანებს ადგილებს, სადაც თბილისური ტრადიცია ბუნებრივად გრძელდება ყოველდღიურობაში.

„ჭრელი აბანო“ და „ერეკლეს აბანო“ სტუმრებს აცნობს იმ აბანოს კულტურას, რომელიც ყოველთვის იყო ამ უბნის სული და ხიბლი. ამ გარემოს აგრძელებს რესტორანი „ისტორია“, სადაც სტუმრობა თბილ შეხვედრად და გამორჩეულ გემოდ იქცევა.

ერთად, ეს ადგილები ქმნის ნამდვილ თბილისს, თავისი ტონითა და ისტორიით.
ჭრელი აბანო
ერეკლეს აბანო


ჩვენი ისტორია

ჩვენი რესტორნის ისტორია ერთი ოცნებით დაიწყო – შეგვექმნა სივრცე, სადაც ტრადიციული ქართული გემოები ახალ სიცოცხლეს შეიძენდა.

საქართველო კულინარიული აღმოჩენების უძველესი კერაა, სადაც ვაზის კულტურა და უნიკალური გემოების შექმნის ხელოვნება ათასწლეულებს ითვლის. ჩვენს რესტორანში სწორედ ამ მდიდარი მემკვიდრეობის გაცოცხლებას ვემსახურებით.

ჩვენი მიზანია, თითოეულ კერძში გაგიზიაროთ ის ავთენტური გემოები, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში თაობიდან თაობას გადაეცემოდა. ჩვენ ვეძებთ და ვსწავლობთ მივიწყებულ რეცეპტებს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, რათა ჩვენს სტუმრებს ქართული სუფრის ნამდვილი და დაუვიწყარი გამოცდილება შევთავაზოთ.

ეს არ არის უბრალოდ რესტორანი. ეს არის ადგილი, სადაც ყოველი კერძი, თითოეული ბოთლი ღვინო და ინტერიერის ყველა დეტალი ჩვენს პირად ისტორიასა და საქართველოსადმი უდიდეს სიყვარულს ჰყვება.

გვსურს, რომ თქვენც ამ ისტორიის ნაწილი გახდეთ.

დაგვიკავშირდით



გაგვიზიარეთ უკუკავშირი

გვსურს მოვისმინოთ თქვენი აზრი და შეკითხვები.
შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ტელეფონით, ელექტრონული ფოსტით ან შეავსოთ ფორმა.

ჩვენ მზად ვართ გიპასუხოთ თქვენთვის საინტერესო ყველა კითხვაზე.